ფეინოორდი - ალკმაარი
ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ფეინოორდი და ალკმაარი დაუპირისპირდება.
ფეინოორდი სახლში საუცხოოდ გამოიყურება. გუნდი საშინაო მატჩებში საკმაოდ ბევრი გოლის გატანას ახერხებს. ბოლო შეხვედრა გასვლაზე ემენის წინააღმდეგ ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა თუმცა მხოლოდ 1 ქულას დაჯერდა. გუნდი 6 თამაშში დაუმარცხებელია, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის 10 პოზიციაზე იმყოფება.
ალკმაარი სატურნირო ცხრილში 4-ე პოზიციას ამაგრებს და ვიტესს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ამასთან ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ალკმაარის კარის აღება წლევანდელ სეზონში მოწინააღმდეგე გუნდებმა მხოლოდ 3 ჯერ მოახერხეს.
დღევანდელი თამაში მგონია რომ იქნება ძალიან შემტევი. ორივე გუნდი შეეცდება სატურნირო პოზიციების გაუმჯობესებას. ფეინოორდს სახლში გოლის გატანა არ უჭირს და არც ალკმაარი აკლებს სტუმრად გატანილ გოლებს. ვფიქრობ, რომ მატჩი უხვგოლიანი გამოვა.
ჩემი პროგნოზი: 2.5 მეტი გოლი